საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა არის ევროდესკი?

Eurodesk მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაკავშირებას და მათთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გახსნას.

ახალგაზრდებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამებზე - საზღვარგარეთ ანაზღაურებადი სტაჟირებიდან დაწყებული სრულფასოვანი ანაზღაურებადი მოხალისეობის პროექტებამდე.

 

უცხოეთში მიღებულმა გამოცდილებამ შეიძლება დიდი პოზიტიური გავლენა მოახდინოს ახალგაზრდების ცხოვრებაზე. ასეთი პროექტები ზრდის ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს უწყობს მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

 

სწორედ ამიტომ, Eurodesk თანამშრომლობს ევროპის ახალგაზრდულ მუშაკთა ქსელთან, რათა შექმნას ნეიტრალური, უფასო და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა დაფინანსებული საერთაშორისო პროგრამის შესახებ.

Eurodesk არის Erasmus+ პროგრამისა და ევროკავშირის ახალგაზრდული სტრატეგიის მხარდამჭერი სტრუქტურა.

აღმოაჩინე ახალი თავგადასავალი

თუ ხარ ახალგაზრდა და ოცნებობ ევროპაში ღირებული გამოცდილების მიღებაზე, მაგრამ არ იცი ეს როგორ გააკეთო, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - გსმენია Eurodesk - ის შესახებ? Eurodesk - ის მისიაა მობილობის შესაძლებლობების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება. მაშ ასე კომფორტულად მოეწყვეთ, რადგან თქვენი მოგზაურობა იწყება!
📣ევროდესკ საქართველოს პირველი ევროპის დღე 2024! 11 მაისს ევროპის დღის ღონისძიებას ჩვენი გუნდიც შეუერთდა. შევხვდით უამრავ ახალგაზრდას და გავაცანით ევროდესკის შესაძლებლობების პორტალი.
🌱 დედამიწის დღე 2024! 20 აპრილს პროექტის “ერთად მწვანე მომავლისთვის” ფარგლებში გასვლით ვორქშოფზე ევროდესკ საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს ევროპაში საერთაშორისო მოხალისეობრივი შესაძლებლობის შესახებ გაუზიარეს გამოცდილება.
ევროდესკის ქსელის შეხვედრა ტალინში! თებერვლის ბოლოს ევროდესკ საქართველოს გუნდმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო შეხვედრაში, რომელიც ევროდესკის წევრ ქვეყნებს შორის ქსელის სტრატეგიისა და გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებას ემსახურებოდა.
ელფოსტა[email protected]
მისამართია.მიცკევიჩის 29
საკონტაქტო ნომერი558565837