საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკან

ევროდესკის შესახებ

ევროდესკის შესახებ

Eurodesk არის ევროპული ახალგაზრდული საინფორმაციო ქსელი, რომელიც შეიქმნა 1990 წელს, როგორც Erasmus+ - ის მხარდამჭერი ორგანიზაცია, Eurodesk ხდის ინფორმაციას სასწავლო მობილობის შესახებ ყოვლისმომცველს და ხელმისაწვდომს ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული მუშაკებისთვის და სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის.

Eurodesk 39 ცენტრის ქსელით, დაკავშირებულია ადგილობრივ ინფორმაციის მიმწოდებლებთან ევროპის 37 ქვეყანაში, ევროდესკი ამაღლებს ცნობიერებას ევროპული შესაძლებლობების შესახებ და ეხმარება ახალგაზრდებს გახდნენ აქტიური მოქალაქეები. Eurodesk აერთიანებს 3000-ზე მეტ ეგრეთ წოდებულ „მულტიპლაიერს და ელჩს“, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონულ ან ადგილობრივ ორგანიზაციებს, მუშაობენ ახალგაზრდებთან და აწვდიან ახალგაზრდებს ინფორმაციას მობილობის შესაძლებლობებზე, რომლებსაც სთავაზობს Erasmus+ პროგრამა და ევროკავშირის სხვა პროგრამები. ბოლო 30 წლის განმავლობაში Eurodesk გახდა ევროპული პოლიტიკის, მობილობის შესახებ ინფორმაციისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ინფორმაციის ძირითადი წყარო განათლების, პროფესიული ტრენინგების, სტაჟირებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების მიმართულებით.

2021 წლის 30 აპრილს საქართველო გახდა Eurodesk - ის წევრი ქვეყანა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2021 წლიდან კოორდინირებას უწევს საქართველოში Eurodesk -ს “თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან” მჭიდრო თანამშრომლობით.

 

 

3000+ მულტიპლიკატორი და ელჩი

39 Eurodesk-ის ცენტრი 37 ქვეყანაში

ყოველწლიურად  210 000 გაცემული შეკითხვა 

5 000 საჯარო ღონისძიება

550 000 გამომწერი სოციალურ მედიაში

1,6 მილიონი ახალგაზრდას



Მოძებნეთ Შესაძლებლობები

ეწვიეთ Eurodesk Opportunity Finder-ს და გაეცანით სწავლის, მოხალისეობის, სტაჟირებისა და გრანტების  შესახებ ინფორმაცია.



მოგვწერეთ ონლაინ ან გვეწვიეთ

3000-ზე მეტი საინფორმაციო პუნქტი ევროპაში, მზადაა დაგეხმაროთ. დასვით თქვენი შეკითხვები და მიიღეთ უფასო მხარდაჭერა.

 

ევროდესკის აქტივობებში მონაწილეობა

მიიღეთ განახლებული ინფორმაცია  Time To Move კამპანიის საშუალებით. ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში, ევროპის 30-მდე ქვეყანაში ეწყობა 1000-ზე მეტი ღონისძიება ახალგაზრდებთან შეხვედრის და საერთაშორისო შესაძლებლობების გაზიარების მიზნით.

 

იცოდეთ თქვენი უფლებები და გამოხატეთ თქვენი აზრი

European Youth Portal საშუალებას გაძლევთ ინფორმირებული იყოთ ევროკავშირის ახალგაზრდობის საკითხებზე, ასევე, გააგზავნოთ ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტების აპლიკაციები   და გაეცნოთ ისეთ პროგრამებსა თუ პროექტებს, როგორიცაა Discover EU და European Youth Week.