უკან
სიახლეები
სიახლეები
2021 წლის აპრილში, ევროდესკის ვირტუალურ გენერალურ ასამბლეაზე, საქართველო აირჩიეს, როგორც 36-ე ევროდესკის ქსელის წევრი ქვეყანაა
ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით ევროდესკის შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოსთვის
ევროდესკის ქსელის შეხვედრა საქართველოში
2023 წლის 27-31 მარტს საქართველოში თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის - Eurodesk ქსელის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი მატიე ორფანიდესი, „ევროდესკის“ პრეზიდენტი ლორენა ბარიჩი, ბრიუსელის ოფისისა და ქსელის წევრი 36 ქვეყნის ეროვნული წარმომადგენელი.
Eurodesk შეხვედრის პირველ დღეს, გახნის ცერემონიის შემდეგ, მონაწილეებმა მუშაობა დაიწყეს ქსელში ინკლუზიის საკითხების გაღრმავებაზე. “მსოფლიო კაფე ინკლუზიაზე” ამ სახელწოდებით Eurodesk ისლანდიიდან და შემდგომში გერმანიის ოფისიდან წარმომადგენლებმა ისაუბრეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის ინკლუზიის სტრატეგიაზე, მათ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებებზე. Დღის ბოლოს კი ევროპელი სტუმრებისთვის გაიმართა ძველი თბილისის ტური, ტრადიციული ქართული სამზარეულოს მასტერკლასი და ვახშამი ქალთა გუნდის მუსიკის თანხლებით.
მომდევნო დღეები დაეთმო ისეთი პროექტების განხილვას, როგორიცაა Discover EU,The Eurodesk RoadShow, Time to Move კამპანიას, ამ პროექტებში საქართველოს როლის გაძლიერებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას. მონაწილეების მუშაობა პარალელურად გრძელდებოდა სამუშაო ჯგუფებში შემდეგი თემატიკის მიხედვით - მულტიპლიკატორებთან მუშაობა - სისტემური მიდგომა, ციფრული წვდომის მაქსიმალური გამოყენება, ტრენინგი მულტიპლიკატორებისთვის QTP & eAcademy, უნარების ევროპული წელი და ევროკავშირის არჩევნები, ასევე, Eurodesk ინსტრუმენტები და ეროვნული საინფორმაციო სერვისების მართვა სამიზნე აუდიტორიისთვის.
ევროდესკის ქსელის შეხვედრა ტალინი 2024
თებერვლის ბოლოს ევროდესკ საქართველოს გუნდი დაესწრო და აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო შეხვედრაში, რომელიც ევროდესკის წევრ ქვეყნებს შორის ქსელის სტრატეგიის, ინოვაციური მეთოდებისა და საუკეთესო მაგალითების ერთმანეთთან გაზიარებას ემსახურებოდა.
პირველ დღეს, სამუშაო სესიების შემდეგ, მონაწილეები ესტონეთის პარლამენტს ესტუმრნენ, სადაც ყველაზე ახალგაზრდა წევრთან, 24 წლის, ჰანა ლაჰესთან Hanah Lahe გამართეს შეხვედრა, რომელიც ეკოლოგიისა და კლიმატის მიმართულებით მუშაობს.
დედამიწის დღე 2024!
თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი / Tbilisi Sports & Youth Centre 20 აპრილს პროექტის “ერთად მწვანე მომავლისთვის” ფარგლებში გასვლითი ვორქშოფით მწვანე ქცევის შესახებ და შავნაბადას ტყის დასუფთვებით აღნიშნა, რომელიც განხორციელდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი ჩართულობით.
ევროდესკ საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწიელეებს ევროპაში საერთაშორისო მოხალისეობრივი შესაძლებლობის შესახებ გაუზიარეს გამოცდილება. ასევე, ახალგაზრდები გაეცნენ იმ ადგილობრივ თუ საერთაშორისო შესაძლებლობებს, რომლებსაც მათ #TSYC სთავაზობს.
ევროდესკ საქართველოს პირველი ევროპის დღე 2024!
11 მაისს ევროპის დღის ღონისძიებას ჩვენი გუნდიც შეუერთდა,
შევხვდით უამრავ ახალგაზრდას და გავაცანით ევროდესკის შესაძლებლობების პორტალი, გავუზიარეთ ის საერთაშორისო და ევროპული პროექტები, რომლებიც ქართველი მოქალაქეებისთვის ღიაა.