საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა არის EURODESK?

Eurodesk - ის მიზანია ახალგაზრდების დაკავშირება და მათთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გახსნა.

 

ახალგაზრდებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამის შესახებ საზღვარგარეთ ანაზღაურებადი სტაჟირებიდან დაწყებული ყველა ხარჯით უზრუნველყოფილი მოხალისეობის პროექტებით დასრულებული.

 

საზღვარგარეთ მიღებულ გამოცდილებას ახალგაზრდების ცხოვრებაზე შეიძლება უდიდესი დადებითი გავლენა ჰქონდეს სწორედ ასეთი პროექტები ზრდის ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს უწყობს მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

 

სწორედ ამიტომ Eurodesk-ი ევროპაში ახალგაზრდული მუშაკების ქსელთან თანამშრომლობს, რათა შექმნას ნეიტრალური უფასო და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა ფინანსურად უზრუნველყოფილი საერთაშორისო პროგრამის შესახებ.

 

Eurodesk არის Erasmus + პროგრამისა და ევროკავშირის ახალგაზრდული სტრატეგიის მხარდამჭერი სტუქტურა.

აღმოაჩინე ახალი თავგადასავალი

თუ ხარ ახალგაზრდა და ოცნებობ ევროპაში ღირებული გამოცდილების მიღებაზე, მაგრამ არ იცი ეს როგორ გააკეთო, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - გსმენია Eurodesk - ის შესახებ? Eurodesk - ის მისიაა მობილობის შესაძლებლობების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება. მაშ ასე კომფორტულად მოეწყვეთ, რადგან თქვენი მოგზაურობა იწყება!
📅 2025 წლის 3 ნოემბერს ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში Eurodesk Georgia-მ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია მოხალისეობასა და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებზე. 🌎🤝
16–18 სექტემბერს Rotterdam-ში გაიმართა Eurodesk Network Meeting 2025, სადაც იმსჯელეს AI-ის გამოყენებაზე ახალგაზრდულ სფეროში და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაზე.
20–23 მაისს Brussels-ში გაიმართა Eurodesk მულტიპლაერების სემინარი 2025, სადაც განიხილეს ახალგაზრდებისთვის ევროპული შესაძლებლობების ეფექტური კომუნიკაცია, Time to Move კამპანია და AI-ის როლი ჩართულობის გაზრდაში.
მეილი[email protected]
მისამართია.მიცკევიჩის 29
საკონტაქტო ნომერი598292331